Belive

იბრაჰიმოვიჩმა თავისზე უკეთესი ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს: ეს არის ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა, რომელიც, სამწუხაროდ, 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. La Gazzetta Dello Sport-თან საუბრისას იბრამ განაცხადა :
" გამარჯვება ჩემთვის ნარკოტიკია. რთული ასახსნელია, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ ფასად მსურს. არ ვიტყუები, როდესაც ვამბობ, რომ ვარჯიშებზე თამაშების 95% მაქვს მოგებული. იმიტომ, რომ ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშის დროსაც კი. წაგება მაბრაზებს. რაც შეეხება ყველა დროის უძლიერეს ფებურთელს, რონალდო ფენომენი და ჩემი კუმირია, მაგრამ არსებობს მარადონა - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთადერთი, ვინც ჩემზე უკეთესია".
ზლატანის ხასიათიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ საკუთარი თავის წინ მხოლოდ მარადონა დააყენა. დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 39 წლის იბრაჰიმოვიჩი თავის თავბრუდამხვევ კარიერას "მილანში" აგრძელებს და სერია ა-ს 6 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "მილანი" ჩემპიონატს ლიდერობს.  

სხვა სტატიები