Belive

იბრაჰიმოვიჩი: "ჩალჰანოღლუმ ერიკსენის ტრაგედიით ისარგებლა..."

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სულ ახლახანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი წიგნი "ადრენალინა" გამოვიდა, რომელშიც შვედეთის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, საკუთარ თავზე საუბრობს.  წიგნში შეხვდებით ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბიოგრაფიას, კონკრეტული ფაქტების ღრმა ანალიზსა და საფეხბურთო სამყაროს შიდა სამზარეულოს. წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში ზლატანი საუბრობს თურქი თანაგუნდელის - ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ,რომელმაც გასულ ზაფხულს "მილანი" დატოვა და "ინტერს" უფასოდ შეუაერთდა : "მადლობა უნდა გადავუხადოთ ჰაკანს ყველაფრისთვის, რაც მან "მილანისთვის" გააკეთა, შეიძლება ცუდად ჟღერდეს, თუმცა ჩალჰანოღლუმ ერიკსენის ტრაგედიით ისარგებლა და ინტერში გადაბარგდა. ყველას კარგად ახსოვს, თუ რა დაემართა ერიკსენს ევროპის ჩემპიონატზე (გულის შეტევა), რითიც ხელ-ფეხი გაეხსნა ჰაკანს, რომ "ინტერისთვის" ნახევარდაცვაში ის დიდი ნაკლი შეევსო, რასაც კრისტიან ერიკსენი ჰქვია. ჰაკანს ევროპის ჩემპიონატის დროსაც კი არ ჰქონია არცერთი კლუბიდან შემოთავაზება, თუმცა "ინტერში" თამაში ეტყობა მისი ინტერესის სფერო იყო. იგი ჩემი გაზრდილია და ის "კლასი" რაც მას აქვს, ჩემთან თამაშის შემდეგ შეიძინა". შეგახსენებთ, რომ ჰაკალ ჩალჰანოღლუ "მილანიდან" "ინტერში" ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, სწორედ კრისტიან ერიკსენის მძიმე ტრავმის შემდეგ. თურქმა "ინტერში" 14 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 5-ჯერ გამოიჩინა.  

სხვა სტატიები