Belive

იბრას ეფექტი: მილანს ბოლო სამ წელიწადში საუკეთესო პერიოდი აქვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში, "ტორინოსთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ, "მილანმა" ყველა ტურნირზე, საშინაო არენაზე წაუგებელი სერია ცხრა მატჩამდე გაზარდა. ასეთი წარმატებული პერიოდი "როსონერის" 2017 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია. ბოლოს, "შავ-წითლები" "სან სიროზე" 3 ნოემბერს, რომის "ლაციოსთან" (1:2) დამარცხდნენ. სტეფანო პიოლის გუნდმა სერია A-ს 23-ე ტურშიც წააგო, თუმცა "ინტერთან" (2:4) წაგებულ შეხვედრაში "მილანი" ნომინალური მასპინძელი იყო. 24 ტურის შემდეგ, "მილანი" იტალიის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "მილანი" "ფიორენტინასთან" 22 თებერვალს გამართავს, შინ კი პირველ მარტს, "ჯენოასთან" ითამაშებს.

სხვა სტატიები