Belive

"იგებენ და სიხარულისგან სული მეხუთება" - რა განაცხადა ნოდარ დუმბაძემ დინამოს ტრიუმფის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1981 წლის 13 მაისს "დინამომ" თასების მფლობელთა თასის მოპოვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ქვეყნის გარეთ ასევე საქართველოშიც, ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომელიც იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც გახლდათ, ამ წარმატებას ასე გამოეხმაურა:
"როცა ვფიქრობ რამ დამისუსტა ასე გული, მახსენდება თბილისის "დინამო". ამ ჩემი ცოდვით სავსე გუნდმა პირდაპირ დამტანჯა. იგებენ და სიხარულისგან სული მეხუთება, ლამისაა ნერვიულობისაგან გული გამისკდეს. ექიმებმა კატეგორიულად ამიკრძალეს ფეხბურთის ყურება: "დაივიწყე სტადიონიც და ტელევიზორიცო" წარმოიდგინეთ, ამ ბოლო დროს მართლაც ჩინებულად ვგრძნობ თავს. მაგრამ განა იმიტომ რომ "დინამოს" ვუღალატე, არამედ იმიტომ რომ "დინამო" აღარ მღალატობს. მისი მოგებები იმდენად სტაბილური გახდა, რომ თამაშის მსვლელობას მე უკვე აღარ განვიცდი - დარწმუნებული ვარ რომ საბოლოოდ მაინც გავიმარჯვებთ. როგორც ნათელმხილველი ვგრძნობ რომ ჩვენმა გუნდმა მოიგო. გავიხსენოთ თუნდაც დიუსელდორფში ფინალური შეხვედრა, როცა პირველი ბურთი "კარლ ცაისმა" გაიტანა,  მე წარბიც არ შემიხრია. ყველამ ვიცით რით დამთავრდა პაექრობა. "დინამოს" წარმატება მინდა ვუსურვო, მის მილიონობით გულშემატკივარს კი, ჯანმრთელობა"

სხვა სტატიები