Belive

იგორ ანგელოვსკი: "შანსები თანაბარია, უძლიერესი გაიმარჯვებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში, ისტორიული მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა. "მოხარული ვარ, რომ 1 თვის შემდეგ თბილისში დავბრუნდით. გვაქვს საკადრო პრობლემები, მაგრამ შევეცდებით საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიოთ. ვლადიმირ ვაისს დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რომ მან პატარა ქვეყნის ნაკრებით დიდ შედეგს მიაღწია. ხვალ მოედანზე თანაბარ პირობებში გავალთ, შანსები 50/50-ზე იქნება და უფრო ძლიერი გუნდი გაიმარჯვებს"​, - თქვა ანგელოვსკიმ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები