Belive

იგუაინი ჩელსის ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი "ჩელსის" ტოვებს. 31 წლის თავდამსხმელი "იუვენტუსის" საკუთრებაა და ის ლონდონურ გრანდში იჯარის წესით თამაშობდა. იგუაინის "ჩელსიში" გადასვლა მაურისიო სარის უკავშირდება. იტალიელ სპეციალისტს "პიპიტა" ჯერ კიდევ "ნაპოლიში" ჰყავდა, შემდეგ კი "ჩელსიში" წაიყვანა. სარი ახლა "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და დიდი შანსია, რომ იგუაინი ტურინში დაბრუნდეს. გონსალო იგუაინის გარდა "ჩელსი" კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბიდან მეკარეები რობერტ გრინი და ედუარდო კარვალიო წავიდნენ. ასევე მცველები, გარი კეჰილი და კაილ სკოტი.

სხვა სტატიები