Belive

იგუაინი ჩელსიში გადასვლიდან 1 კვირაში დაიმტვრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბორნმუთთან" მოულოდნელი, შოკისმომგვრელი დამარცხების შემდეგ (4:0)   მაურისიო სარიმ დაადასტურა, რომ გუნდში ახლადგადმოსული არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, სათამაშო კონდიციაში არ იმყოფება. "ამ მომენტში იგი ფორმაში არაა, მას ზურგის ტკივილები აქვს. იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში იგი უფრო მეტად დაგვეხმარება," განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. სარის განცხადების ფონზე, საეჭვოა, რომ იგუაინმა შაბათს "ჰადერსფილდთან" თამაში მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ლონდონის "ჩელსიში" იჯარის წესით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დრო გადავიდა. არგენტინელი ლონდონში მიმდინარე წლის ივლისამდე იქნება განათხოვრებული.  

სხვა სტატიები