Belive

იგუაინის 14-წლიანი ევროპული კარიერა დასრულდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გონსალო იგუაინი MLS-ში გადასვლის ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი "ინტერ მაიამისთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 32 წლის იგუაინი ყოფილ თანაგუნდელ, ბლიზ მატუიდის შეუერთდება. წყაროს მტკიცებით, იგუაინსა და დევიდ ბექჰემს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი "ინტერ მაიამის" ღირსებას 2022 წლის დეკემბრამდე დაიცავს. კლუბის ცვლილება იგუაინის 14-წლიან ევროპულ კარიერას დაასრულებს - ევროსარბიელზე არგენტინელმა შემტევმა "რეალის", "ნაპოლის", "იუვენტუსის", "მილანისა" და "ჩელსის" მაისურები მოირგო. MLS-ის ბინადარი "დისი იუნაიტედის" ღირსებას გონსალო იგუაინის უფროსი ძმა - ფედერიკო იცავს.

სხვა სტატიები