Belive

იგუაინის აგენტი ტურინშია - პიპიტა იუვენტუსს ემშვიდეობება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" თავდამსხმელის გონსალო იგუაინის აგენტი იტალიაში ტურინულ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტის მიზნით ჩავიდა. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ში დაწერა. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება მიიღო მაიამის "ინტერისგან", მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც "ბებერ ქალბატონს" ოფიციალურად დატოვებს. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის პროცედურა დაიწყეს. არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2020/21 წლების სეზონის დასრულებამდე ძალაშია. 32 წლის შემტევმა "ზებრების" შემადგენლობაში 149 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. მან 3-ჯერ სერია A, ორჯერ კი კოპა იტალია მოიგო.

სხვა სტატიები