Belive

იკარდი: "ინტერი არ მენატრება, პსჟ-ში დავრჩები!" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურო იკარდის აზრით "პსჟ" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და "ინტერის" მიმართ ნოსტალგია არ აწუხებს. "ვგრძნობ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რათა აქ დავრჩე. ბედნიერი ვარ "პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლით და "ინტერი" ნამდვილად არ მენატრება",-თქვა მილანური კლუბის კაპიტანმა. არგენტინის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი "ნერაძურიდან" საფრანგეთის ჩემპიონატში გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადაბარგდა და 8 შეხვედრაში 7 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები