Belive

იკარდი ინტერში გატანილი გოლების პროცენტული მაჩვენებლით რონალდოს გაუთანაბრდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად არის მიჩნეული. მან ყველა გუნდში ფენომენალური ფეხბურთი ითამაშა - სხვადასხვა დროს იგი "პსვ-ს," "ბარსელონას," "ინტერის," "რეალისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა. რონალდომ "ინტერის" მაისურით 99 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ გოლების გატანის ანალოგიური მაჩვენებელი არგენტინელმა მაურო იკარდიმ დააფიქსირა, რომლის ანგარიშზეც, 198 ჩატარებულ თამაშში გატანილი 118 გოლია. რონალდო "ინტერში" 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა - როდესაც მოედანზე იყო, იგი მეტოქის მცველებს ატერორებდა, მაგრამ მუხლის უმძიმესი ტრავმების გამო, მან მხოლოდ 99 თამაშის ჩატარება მოახერხა. მისი დახმარებით, "ნერაძურიმ" 1998 წელს UEFA-ს თასი მოიგო - "ფენომენმა" ფინალში გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც დაიმსახურა. თავის მხრივ, მაურო იკარდი ინტერში მეექვსე სეზონს ატარებს - ამ პერიოდში იგი "კაპოკანონიერე" (სერია ა-ს ბომბარდირი) ორჯერ გახდა, მისი გოლების დამსახურებით კი ინტერი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა.

სხვა სტატიები