Belive

იკარდიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" არგენტინელმა ვარსკვლავმა, მაურო იკარდიმ საკუთარ მომავალზე სოციალური ქსელის მეშვეობით ისაუბრა. იკარდი მის "რეალსა" და "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ "ინტერში" დარჩება, ოღონდ მილანელებს პირობა წაუყენა. "ინტერში აუცილებლად დავრჩები, კონტრაქტს ხელს მაშინვე მოვაწერ როდესაც შესაფერის წინადადებას შემომთავაზებენ" - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა. იკარდი "ინტერში" "სამპდორიადან" 2013 წელს გადავიდა და ადგილობრივი ტიფოზების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები