Belive

იკარდიმ შესაძლოა კარიერა არგენტინაში გააგრძელოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტის, დანიელ ანგელიკის მტკიცებით, არგენტინული კლუბის მესვეურები იკარდის თაობაზე "ინტერს" ესაუბრნენ. ანტონიო კონტემ, ბეპე მაროტამ და "ნერაძურის" პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ იკარდის ადგილი "ინტერში" აღარ არის - აღნიშნულიდან გამომდინარე, არგენტინელი შემტევის გაფორმებით არაერთი გუნდი დაინტერესდა. "ნაპოლი", "რომა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ახლა უკვე "ბოკა ხუნიორსი" იკარდის სამსახურით ინტერესდებიან, თავად იკარდის კი "იუვენტუსის" მაისურის მორგება სურს. "ვიცი რომ "ბოკა ხუნიორსის" სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისო "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის ესაუბრა. ბურდისო იკარდის მდგომარეობით დაინტერესდა. ცდად ღირს, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს იკარდის სიტუაციის გარკვევით", - აღნიშნა დანიელ ანგელიკიმ. 26 წლის არგენტინელ შემტევს, საკლუბო დონეზე არგენტინაში არასდროს უასპარეზია. "ნერაძურის" მაისურით ჩატარებულ 219 შეხვედრაში იკარდიმ 124 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები