Belive

იკარდის შთამბეჭდავი სტატისტიკა სენტ-ეტიენთან მატჩში

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მაურო იკარდის "პარი სენ-ჟერმენში" შესანიშნავი სეზონი აქვს. ედისონ კავანის ტრავმიანობა არგენტინელმა თავდამსხმელმა სათავისოდ კარგად გამოიყენა და მთავარი ცენტრ-ფორვარდის ფუნქციები შეითავსა. 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე უკვე 17 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ნეიმარსა და კილიან მბაპესთან ერთად მშვენიერი ტრიოც შექმნა. იკარდისთვის გამორჩეული იყო 9 იანვარს გამართული საფრანგეთის ლიგის თასის შეხვედრაც, რომელშიც "პსჟ-მ" "სენტ-ეტიენი" 6:1 გაანადგურა. "პარკ დე პრენსზე" გამართულ მატჩში მაურომ ახალი გუნდის მაისურით ჰეთ-თრიკი ისე შეასრულა, რომ იმ 72 წუთის განმავლობაში, რომელიც მოედანზე გაატარა, ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო. იკარდიმ პასი სულ ხუთჯერ გააკეთა, ერთხელ კი საგოლე გადაცემა მიითვალა. იკარდის შედეგიანობამ წამყვანი გამოცემების 10-ბალიან შეფასებაში 9-ზე მეტი დაიმსახურა, მისმა გუნდმა კი მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ისიც გაამხილა, რომ "პსჟ-ში" თავს კარგად გრძნობს და პარიზში დარჩენის სურვილიც აქვს, ასე რომ, არაა გამორიცხული ფრანგებს შემდეგი სეზონისთვის ედისონ კავანის სრულფასოვანი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ.

სხვა სტატიები