Belive

დღეს იკერ კასილასი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ რეკორდს დაამყარებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პორტოს" ესპანელი მეკარე, იკერ კასილასი, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ რეკორდს ამყარებს. მადრიდის "რეალის" ყოფილი კიპერი ჩემპიონთა ლიგაზე მეოცე სეზონს ითამაშებს. აქამდე მასთან ერთად პირველ ადგილს რაიან გიგზი იკავებდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 19 სეზონი ჰქონდა ნათამაშები. იკერ კასილასს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული: ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე (167), ყველაზე მეტი მატჩი გოლის გაშვების გარეშე (56) და ყველაზე მეტი მატჩი UEFa-ს საკლუბო ჩემპიონატებზე (178). შეგახსენებთ, რომ დღეს იკერ კასილასის "პორტო" "შალკეს" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები