Belive

იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Იკერ კასილასი მადრიდის "რეალში" ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი "სამეფო კლუბს" დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, რომელმაც "ბლანკოსების" მაისურით 1990-2015 წლებში ითამაშა და არაერთი ტიტული, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა და 5 ლა ლიგა მოიგო, ბოლო წლების განმავლობაში "პორტუში" ირიცხებოდა. 2019 წლის 1 მაისს, იკერს, რომელიც "დრაკონებს" პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარა, გულის შეტევა დაემართა და იძულებული გახდა აქტიური სპორტიდან წასულიყო. მას მერე, ის "პორტუს" სტრუქტურაში სპორტისა და მარკეტინგის საკითხებში მრჩეველად მუშაობდა, რამდრნიმე დღის წინ კი, "დრაგაუზე" გუნდთან ერთად პრიმეირა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება იზეიმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 39 წლის ვეტერანი ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.

სხვა სტატიები