Belive

იკერ კასილასის ცოლს კიბო დაუდგინეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ესპანელი მეკარის, იკერ კასილასის ოჯახიდან მორიგი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 35 წლის ფეხბურთელის გულის შეტევიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კასილასის ცოლს, სარა კარბონეროს კიბო დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ იკერის მეუღლემ სოციალურ ქსელში ისაუბრა. "პირველი შოკიდან ჯერ არ გამოვსულვართ, ცხოვრებამ კი მე-2 სიურპრიზი გაგვიკეთა. ექიმებმა კიბო დამიდგინეს. კარგია, რომ მათთან მისვლა არ დავაგვიანე. ახლა ძალიან მშვიდად ვარ და მჯერა, რომ რთული გზის მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება. ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, მინდა ვთხოვო, რომ ამ რთულ მომენტში გამიგონ ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ," - დაწერა სარამ.

სხვა სტატიები