Belive

იკერ კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთი გააერთიანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იკერ კასილასის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. მას ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო მოღვაწეები მხარდაჭერას უცხადებენ. კასილასი გასულ კვირას "პორტოს" სავარჯიშო მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას გულის შეტევა ჰქონდა და ამჟამად, იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისთვის "ბენფიკა" და "პორტო" გამალებით იბრძვიან, კასილასისადმი გამამხნევებელი სიტყვები არც "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა დაიშურა: "კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთის დონე ასწია. იმედი მაქვს, რომ იგი მოედანს მალე დაუბრუნდება," განაცხადა ბრუნო ლაგემ. აღნიშნულ საკითხს ლისაბონის "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა: "იკერს ყველაფერ კარგს ვუსურვებ. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება," აღნიშნა მარსელ კაიზერმა.

სხვა სტატიები