Belive

იმ შემთხვევაში თუ პრემიერ ლიგის სეზონი ჩაიშლება, ლივერპულს საჩემპიონო თასი მაინც გადაეცემა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროში სრული კოლაფსშია. აბსოლიტურად ყველა ჩემპიონატი გაჩერებულია. კორონა ვირუსი ვერც პრემიერ ლიგამ აირიდა და 4 აპრილამდე ყველა მატჩი გადადებულია. საუბარი მიდის მთლიანი სეზონის გაუქმებაზე, რაც პირველ რიგში "მერსისაიდელების" ნერვებზე  მოქმედებს ცუდად. "ლივერპული" ბოლო 30 წელია ცდილობს პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებას, თუმცა უშედეგოდ. მიმდინარე სეზონში კი მათ ყველაზე რეალური შანსი აქვთ. კლოპის გუნდს მხოლოდ ორი თამაშის მოგება სჭირდება და ისინი ნანატრ ტიტულს იზეიმებენ. "მერსისაიდელები" მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებენ და ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩემპიონები სწორედ წითლები გახდებიან. "ტელეგრაფზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ "ლივერპულს" და მათ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. თუ სეზონი გაუქმდება, პრემიერ ლიგის თასი მათ აუცილებლად გადაეცემათ და ბოლო 30 წლის განმავლობაში ისინი პირველად იზეიმებენ ჩემპიონობას. აქედან გამომდინარე სანერვიულო არაფერია. "ლივერპული" კუთვნილ ჩემპიონობას აუცილებლად მიიღებს.

სხვა სტატიები