Belive

იმობილე: "ინძაგი ემერის და კლოპის უნარებს აერთიანებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაციოს" ლიდერმა და ოქროს ბურთის მოგების მთავარმა კანდიდატმა ჩირო იმობილემ იმ გამორჩეული მწვრთნელების შესახებ ისაუბრა, რომელთანაც მას უმუშავია. "ესპანეთსა და იტალიაში ვარჯიშები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. უნაი ემერი დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკას. ის ხერხი, რომლითაც იგი მატჩებისთვის ემზადება, მე კონტეს მაგონებს. რაც შეეხება იურგენ კლოპს, ის რადიკალურად განსხვავებულია. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ფეხბურთელები არ ჩერდებიან და ცდილობენ ბურთიანად რაც შეიძლება მეტი ირბინონ. მან ბევრი ისეთი რამ მომცა, რაც მწვრთბელობისას შეიძლება გამომადგეს. ინძაგის სტილში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იტალიურობა ჩანს, მაგრამ ამავე დროს, ის ზემოთხსენებული ორი მწვრთნელის თვისებებს აერთიანებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ბურთთანაც და ასევე დიდ დროს ვუთმობთ ტაქტიკასაც",-თქვა იმობილემ. იმობილემ ემერისთან "სევილიაში", კლოპთან დორტმუნდის "ბორუსიაში", ხოლო კონტესთან "იუვენტუსში" იმუშავა. ამ სეზონში, იმობილემ ყველა ტურნირზე 30 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები