Belive

იმობილე პირველია - ლაციო შეუჩერებელი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მორიგი ტურის დასრულების შემდეგ, "ოქროს ბუცისთვის" დავაში ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. ეს ჩირო იმობილე გახლავთ, თანამედროვეობის საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი, რომელმაც "ლაციოს" მაისურით სერია A-ს მე-14 ტურში "უდინეზეს" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ჩემპიონატს სათავეში 17 გატანილი გოლით მოექცა. ჩიროს 5 საგოლე გადაცემაც აქვს. მეორე ადგილზე ევროპული ელიტის მასშტაბით "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც ბუნდესლიგაში უკვე 16 ბურთი შეაგდო. შესანიშნავ ფორმაშია თავად რომაული კლუბიც, რომელსაც იტალიაში ზედიზედ 6 მოგება და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ შედეგით "არწივები" მესამე ადგილზე იმყოფებიან.  

სხვა სტატიები