იმობილე პრემიერლიგაში? – არაბი ინვესტორების მთავარი სამიზნე  

“ნიუკასლის” პოტენციური მფლობელები საუდის არაბეთიდან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გაძლიერებას გეგმას ადგენენ.

“კაჭკაჭების” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიმდინარე სეზონზე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჩირო იმობილე იქნება.

როგორც Calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი წერენ, აზიელი ინვესტორები ყველაზე მეტად სწორედ 30 წლის იტალიელი ფორვარდით არიან მოხიბლულნი და ის მთავარ სამიზნედ ჰყავთ გახდილი. “ლაციოს” ლიდერის შესაძენად არაბები მზად არიან 55 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო თავად ფეხბურთელს ყოველწლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო შესთავაზონ.

რომაული კლუბი წინადადების განხილვას არ აპირებს და იმობილესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს. “არწივების” მიზანია, რომ ჩიროსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს. ახალი პირობების თანახმად, იმობილე წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს, ანუ იმის ნახევარს, რასაც ფეხბურთელს ინგლისში სთავაზობენ.

2019/20 წლების სეზონში, იმობილემ ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

(10)

იმობილე პრემიერლიგაში? – არაბი ინვესტორების მთავარი სამიზნე  

სტატიის ავტორი
-