Belive

იმობილე პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე შესაძლოა პრემიერლიგაში გადაბარგდეს. 30 წლის თავდამსხმელის წაყვანა თანამემამულე კარლო ანჩელოტის სურს, რომელიც ამჟამად "ევერტონს" წვრთნის. ჩიროს რომის "ლაციოსთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 50 მილიონი ევროა. "არწივებმა" სერია A-ს შეწყვეტილ სეზონში 26 ტურის შემდეგ 62 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილს იკავებენ. უშუალოდ იმობილემ 27 გოლის გატანა მოახერხა და ევროპის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიდერობს.

სხვა სტატიები