იმპერატორი 42 წლის გახდა

54
ნახვა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი 42 წლის გახდა. გულშემატკივრებისათვის საკულტო ფეხბურთელმა “რომას” რიგებში 25 წლის მანძილზე იასპარეზა. ფრანჩესკო ტოტის საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დასრულდა, თუმცა “ჯალოროსის” ტიფოზებისათვის ტოტი მუდამ ლეგენდად დარჩება.

“რომას” ერთგულმა იმპერატორმა რომაული კლუბის რიგებში ჩატარებულ 619 შეხვედრაში, 250 გოლის გატანა შეძლო. რომაულ გრანდთან ერთად მოპოვებულ სკუდეტოს, იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასს, ფრანჩესკო ტოტიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც შემატა, რითიც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი “ჯალოროსის” დიდების დარბაზში.

 

(54)

იმპერატორი 42 წლის გახდა

სტატიის ავტორი
-