Belive

ინდივიდუალური ჯილდოები: მესის და რონალდუს სტატისტიკა - არგენტინელის უპირატესობა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესიმ 4-წლიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთისთვის დავაში გადაასწრო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. წარმატებული სეზონისა და 2019 წლის შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა თავის პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს არაერთი მაჩვენებლით გაასწრო. ოქროს ბურთი მესი - 6 რონალდუ - 5 ევროპის ოქროს ბუცი მესი - 6 რონალდუ - 4 ტიტულები კარიერაში მესი - 36 რონალდუ - 29 ლიგის ტიტული მესი - 10 რონალდუ - 6 შიდა ჩემპიონატის ბომბარდირობა მესი - 6 რონალდუ - 4 სამაგიეროდ, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი "ბარსელონას" კაპიტანს ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლებისა და მოგებული ტიტულების რაოდენობით უსწრებს - პორტუგალიელმა ლიგა 5-ჯერ მოიგო და 127 გოლი გაიტანა, არგენტინელმა კი თასი 4-ჯერ აღმართა და 114 ბურთი შეაგდო.  

სხვა სტატიები