Belive

ინგლისელ თანატოლებთან: საქართველოს U21 ნაკრები 2021 წელს სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების 2021 წელს სამ ამხანაგურ დაპირისპირებას გამართავს. ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, რომელიც რუმინეთსა და საქართველოში უნდა ჩატარდეს, ქართველი 21-წლამდელები ინგლისელ, რუმინელ და ბელარუს მეტოქეებს დაუპირისპირდება. 29 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება. რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მასპინძელი 7 სექტემბერს იქნება, ხოლო 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 2023 წლის ევროპის პირველობაზე მონაწილეობას მასპინძლის სტატუსით, დამოუკიდებლად მიიღებს.

სხვა სტატიები