Belive

ინგლისელი ფეხბურთელის ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის მე-2 ლიგის ბინადარი კლუბის შემტევმა, იშმაელ მილერმა გულშემატკივრები ღირსეული საქციელით აღაფრთოვანა. "ტრანმერის" ახალწვეულმა კლუბში მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოასწრო, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო. ბარძაყის კუნთზე მიღებული ტრავმის შემდეგ, 31 წლის იშმაემ მილერმა კლუბის მესვეურებს მისი ხელფასის დროებით არ გადახდა სთხოვა. ინგლისის რანგით მე-4 ჩემპიონატის ბინადარი კლუბის შემტევის სურვილით, იგი საბოლოო გამოჯანმრთელებამდე და მოედანზე დაბრუნებამდე ანაზღაურებას არ მიიღებს.

სხვა სტატიები