Belive

ინგლისელი ჟურნალისტი: "აგუეროს პენალტი თავიდან უნდა შესრულებულიყო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ტოტენჰემმა" შინ "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირების პირველ ტაიმში, სტუმართა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენა. არგენტინელს უგო ლორისმა აჯობა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო კადრი გაავრცელეს. მათი აზრით, იმის გამო, რომ "ტოტენჰემის" მცველი, იან ვერტონგენი საკუთარ საჯარიმოში დროზე ადრე შევიდა, აგუეროსთვის პენალტი მთავარ არბიტრს ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა.
ae5e92115cad2b025c5adbad54d41f3c

სხვა სტატიები