Belive

ინგლისი ჩემპიონების დაპირისპირებისთვის ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Community Shield 2022 კარგს მოგვადგა და აქ შემოგთავაზებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ. აღნიშნული შეხვედრა კარგი შანსია ინგლისური კლუბებისთვის, რომ სეზონი ტიტულით დაიწყონ. Community Shield-ის ფინალში ერთმანეთს პრემიერ ლიგისა და FA თასის გამარჯვებულები ხვდებიან. გასულ წელს, აღნიშნული ტიტული "ლესტერმა" მოიგო. მელიებმა "მანჩესტერ სიტი" 89- წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით დაამარცხეს. კელეჩი იჰეანაჩოს უზადოდ შესრულებული პენალტის შემდეგ, ლესტერშირერებმა უემბლიზე ვერცხლისფერი თასი მეორედ აღმართეს. წელს "სიტი" კვლავ გვიბრუნდება Community Shield-ის ფინალში. ამჯერად მისი მეტოქე "ლივერპული" იქნება. გუნდებიც სწორედ ისეთები არიან, როგორიც საუკეთსოთა დაპირისპირებას შეეფერება.

თარიღი და დრო

Community Shield 2022 გათამაშება 30 ივლისს გაიმართება. წინა წელთან შედარებით, თარიღმა ოდნავ გადაიწია, ვინაიდან  პრემიერ ლიგის ახალი სეზონი 5 აგვისტოს იწყება. მატჩი, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

გუნდები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაპირისპირებული გუნდები "ლივერპული" და "სიტი" იქნებიან. ეს ორი კლუბი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ ძალად ითვლებიან. მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ახალწვეულების, ერლინგ ჰოლანდისა და დარვინ ნუნიესის, დაპირისპირება ხდის. როგორც ხედავთ, აფიშა მშვენიერია და ამ მატჩის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს.

მოედანი

აღნიშნული გუნდების დაპირისპირება, წინა წლის ჩემპიონის, "ლესტერ სიტის" მოედანზე გაიმართება. King Power Stadium ამ ტურნირს პირველად უმარსპინძლებს. როგორც წესი, Community Shield-ის გათამაშება უემბლის სტადიონზე იმართება, თუმცა, იმის გამო, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ამ დიდებულ მოედანზე იმართება, წელს ლონდონის ნაცვლად მასპინძელი ლესტერი იქნება.

სხვა სტატიები