Belive

"ინგლისი საიმედო ხელშია" - ბელინგემით გულშემატკივარი აღფრთოვანდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "დორტმუნდი" შინ "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გერმანელთა რიგებში ერთადერთი გოლის გატანა 17 წლის ჯუდ ბელინგემმა მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინდელი თამაშის შემდეგ, ინგლისელი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. სოციალურ ქსელში ისინი წერენ, რომ ბელინგემი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. 17 წლის ნახევარმცველს ინგლისის ეროვნულ გუნდში უკვე 2 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი სატრანსფერო ღირებულება უკვე 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ბელინგემის გოლი სიტის კარში    

სხვა სტატიები