Belive

ინგლისი ვენსან კომპანის ემშვიდობება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა მცველმა ვენსან კომპანიმ კლუბში 11 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და კარიერას ბელგიაში განაგრძობს. მის წასვლასთან დაკავშირებით არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ისაუბრა, რომელთა კომენტარებსაც ქვევით გთავაზობთ: გარი ნევილი: "არიან ფეხბურთელები რომელთაც საკუთარ კლუბში ისურვებდი, კომპანი სწორედ ასეთია" ლაიამ გალაჰერი : "ვენსან, დიდი მადლობა ყველაფრისათვის" იაია ტურე: "ჩემთვის პატივი იყო რომ მოედანს შენძთან ვიზიარებდი" გარი ლინეკერი: "ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, ფეხბურთელი და სიმბოლო, ვისაც კი უთამაშია"

ფილ ფოდენი: "მან ყველას ანახა თუ რას ნიშნავს იყო ლიდერი"

კევინ დე ბრუინე: "დიდი ფეხბურთელი, დიდი პერსონა და დიდი ლიდერი" ვენსან კომპანი “მანჩესტერ სიტიში” 2008 წლის აგვისტოდან ირიცხება. მან 2019 წლის 18 მაისამდე ინგლისურ კლუბში 360 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 20 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან 360 მატჩში 79 ყვითელი ბარათი და 4 წითელი ბარათი მიიღო, ჯამში კი “სიტის” მაისურით 29,753 წუთი ითამაშა.  

სხვა სტატიები