Belive

ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და კიდევ 7 ნაკრების კაპიტნები მსოფლიო ჩემპიონატზე OneLove-ის სამკლაურით ითამაშებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრები დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა. სწორედ ამ მიზეზით, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელთა კაპიტანი, ჰარი კეინი OneLove-ის სამკლაურით ითამაშებს.

ინიციატივას მხარს ნიდერლანდების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებებიც უჭერენ.

,,ჩემთვის დიდი პატივია, შევუერთდე ჩემს კოლეგებს მნიშვნელოვანი კამპანიის OneLove-ის მხარდამჭერ აქციაში.

ჩვენ, როგორც კაპიტნები, შესაძლოა, მოედანზე ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ ერთად ვდგავართ ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ეს კიდევ უფრო აქტუალურია მაშინ, როცა საზოგადოებაში დაპირისპირებაა გავრცელებული.

სამკლაურის ტარებით მსოფლიოს მკაფიო შეტყობინებას გავუგზავნით,'' - განაცხადა ჰარი კეინმა.

ინგლისელები გულის გამოსახულებიანი სამკლაურით 23 და 26 სექტემბერს, ერთა ლიგაზე, იტალიისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგაც ითამაშებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

გარეთ საუტგეიტის გუნდი ჯგუფში ირანთან, აშშ-სთან და უელსთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები