Belive

ინგლისის ნაკრების მწვრთნელის მოულოდნელი გადაწყვეტილება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 6 ივნისს, ერთა ლიგის A დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც გავლენიანი მედიაგამოცემა SKYSPORTS იუწყება, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა ჰარი კეინი და ჯორდან ჰენდერსონი, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ყველასათვის მოულოდნელი გახლდათ. გასულ კვირაში ორივე ფეხბურთელმა - ჰარი კეინმაც და ჯორდან ჰენდერსონმაც, მადრიდში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში 90 წუთი გაატარეს მინდორზე, ამის გამო მათ ეროვნულ ნაკრებთან შეერთება დაგვიანებით მოუწიათ, შესაძლოა სწორედ ეს იყოს გარეთ საუთგეიტის გადაწყვეტილების მიზეზი.  

სხვა სტატიები