Belive

ინგლისის ნაკრებს რაჰიმ სტერლინგი გამოაკლდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში, რომელშიც ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება, გარეთ საუთგეიტს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს. 8 სექტემბერს, "უემბლიზე", ინგლისი ესპანეთს უმასპინძლებს,11 სექტემბერს კი "კინგ პაუერზე" შვეიცარიის დამარცხებას შეეცდება. ბრიტანული მედია საშუალებების მტკიცებით, ინგლისელთა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, რაჰიმ სტერლინგი დაშავდა. ახალგაზრდა შემტევის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სტერლინგი ესპანეთის და შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს. რაჰიმ სტერლინგის ჩასანაცვლებლად, გარეთ საუთგეიტს, დელე ალისა და ჯესი ლინგარდის გამოყენება შეუძლია.  

სხვა სტატიები