Belive

ინგლისის ფანებს სურთ საუთგეიტი გრემ პოტერმა ჩაანაცვლოს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისელები გრემ პოტერს ნაკრების  მწვრთნელად ითხოვენ. "სამი ლომის" შთამბეჭდავი 22 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულებულია. გუნდმა შაბათს, ერთა ლიგის ეგიდით,  პუშკაშ არენაზე, ბუდაპეშტში, უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა და 1:0 დამარცხდა. მეორე ნახევარში რის ჯეიმსმა  "ლაიფციგის" ნახევარმცველის, დომინიკ სობოშლაის წინააღმდეგ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და გაიტანა კიდეც. ინგლისის ნაკრები ვერ ახერხებდა მეტოქის ნახევარზე გადასვლას და გულშემატკივარს საშინელ თამაშს აჩვენებდა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ნაკრებს, 60 წლის განმავლობაში, ინგლისი დამარცხებული არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საუთგეითმა ინგლისის ნაკრები ორი ტურნირის ნახევარფინალში გაიყვანა, გულშემატკივრები მაინც ითხოვენ მის მაგივრად "ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის დანიშვნას. 47 წლის სპეციალისტი, რომელიც შვედურ "ოსტერსუნდს" და ინგლისურ "სუონსის" წვრთნიდა, Twitter-ზე საკმაოდ "მოთხოვნადი" გახდა. პოტერმა დიდი სიმპატიები დაიმსახურა იმ სათამაშო სტილის გამო, რომლითაც ბრაიტონელები თამაშობდნენ ბოლო სეზონში. მათ პრემიერ ლიგის ბოლო გათამშება მეცხრე ადგილზე დაასრულეს და გუნდის ისტორიაში ყველა მეტი 51 ქულა აიღეს. პოტერს "ბრაიტონთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ხოლო საუთგეიტი ინგლისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე  2024 წლის დეკემბრამდე იქნება. მისი საკითხი ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გადაწყდება.  

სხვა სტატიები