Belive

ინგლისის პრემიერლიგაში მასშტაბური ცვლილება იგეგმება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში (ინგლისის პრემიერლიგა) მასშტაბური ცვლილება იგეგმება. პრემიერლიგაში ვიდეო გამეორების სისტემის (VAR) დანერგვას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია აქტიურად განიხილავს. აღსანიშნავია რომ ვიდეო გამეორების სისტემა, სათასო მატჩებზე უკვე გამოიყენეს. გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმადაც, სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში ვიდეო გამეორების სისტემას დატესტავენ. წყაროს  მტკიცებით, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მანძილზე, ვიდეო გამეორების სისტემა, 15 შეხვედრაში იქნება გამოყენებული. მომდევნო სეზონიდან კი პრემიერლიგის ყველა მატჩის სადავო ეპიზოდს, ვიდეო გამეორების სისტემით გაარჩევენ.

სხვა სტატიები