ინგლისის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი კარიერას ნაადრევად ასრულებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვიღვიძებ და განუწყვეტლივ ვფიქრობ, რომ ვივარჯიშო. პრე-სეზონზე კლუბთან ერთად ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა უკლუბოდ ვარ და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები: ამას რის გამო ვაკეთებ? ფაქტიურად წლევანდელი სეზონი უკვე ჩავაგდე." "წლები მემატება, არ ვახალგაზრდავდები და ვგრძნობ, რომ დროს ფუჭად ვფლანგავ. "ვესტ ჰემის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა "არსენალში" უნდა დავრჩენილიყავი. უნაი ემერის ვესაუბრე, მან კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ძირითად თერთმეტეულში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა - რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, ჩემს აგენტს ახალი კლუბის მოძებნა დავავალე. თავდაპირველად ყველა მეუბნებოდა, რომ 28-29 წლის ასაკში ფორმის პიკში ვიქნებოდი და ინგლისის ნაკრებშიც ვიასპარეზებდი, მაგრამ ჩემი კარიერა პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება", - აღნიშნა ჯეკ უილშირმა.