Belive

ინგლისის ყველაზე პოპულარული სტადიონები ინსტაგრამში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ქომაგები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, ინგლისში კი პირველობაზე პრეტენზიას აცხადებენ. ამის დადასტურება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტით შეიძლება. liverugbytickets.co.uk-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც ინგლისის იმ სტადიონის გამოვლენა იყო, რომელზე ყოფნასაც სპორტის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად აფიქსირებენ. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ, "ენფილდი" Instagram-ის ყველაზე მეტ, 893 689 პოსტშია ნახსენები. ისევე, როგორც "ლივერპული" "ენფილდიც" ინგლისში პირველია. მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ოლდ ტრაფორდი" იკავებს 823 270 მონიშვნით. მესამე ადგილი ლონდონის "ალიანც პარკს" უკავია, სადაც სარაგბო დაპირისპირებები იმართება, მეოთხეზე ლონოდნის "ჩელსის" საშინაო არენა "სტემფორდ ბრიჯი" იმყოფება, ხუთეულს კი არსენალის "ემირეიტს სტადიონი" ასრულებს.
sasa

სხვა სტატიები