ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჰადერსფილდის დაჯარიმებას განიხილავს

175
ნახვა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA ) საფეხბურთო კლუბ, “ჰადერსფილდის” დაჯარიმების საკითხს განიხილავს. პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითებული კლუბის დაჯარიმება სასპონსორო ლოგოს გამოყენების პირობების დარღვევამ განაპირობა.

წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრაში, “ჰადერსფილდი” “როჩდეილს” დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში “ჰადერსფილდის” ფეხბურთელებს მაისურზე გუნდის სპონსორის (PADDYPOWER) ლოგო დიაგონალურად ჰქონდათ დატანილი. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მაისურზე დატანილი ლოგოს განლაგებისა და ზომის დარღვევის საკითხს განიხილავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა თანხით დაჯარიმდება “ჰადერსფილდი” და ფულად ჯარიმასთან ერთად გატარდება თუ არა სხვა სახის სადამსჯელო ზომები.

(175)

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჰადერსფილდის დაჯარიმებას განიხილავს

სტატიის ავტორი
-