Belive

ინგლისისა და დანიის რეპორტაჟმა სატელევიზიო რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყარო ამჟამად ორი მოქმედი დიდი ტურნირის - ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას დასვკნითი ანუ საფინალო მატჩების მოლოდინშია. ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ერთმნიშვნელოვნად გამოსაყოფია დანიის ეროვნული ნაკრები, რომლებმაც ყველასათვის მოულოდნელად ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხეს და ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. საყურადღებოა, რომ დანიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების სატელევიზიო რეპორტაჟმა, ITV-ზე ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ITV-ის საფეხბურთო რეპორტაჟს 27,6 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა, რაც ერთ კონკრეტულ მაუწყებელზე არსებული რეპორტაჟის აბსოლუტური რეკორდია. სოციალურ ქსელებში აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ, საკითხის ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ საფინალო მატჩი აღნიშნულ რეკორდს დაამხობს.

სხვა სტატიები