Belive

ინგლისს კიდევ ერთი ლეგენდა ტოვებს! (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელმა სესკ ფაბრეგასმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ინგლისის თასზე "ნოტინგემ ფორესტთან" შეცვალეს, რადგან როგორც ჩანს მან უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ინგლისში, ჩელსის მაისურით. 31 წლის ყოფილმა არსენალისა და ბარსელონას ვარსკვლავსმა, დღეს კაპიტნის სამკლავური დევიდ ლუიზს გადააბარა და მთელი "სტემფორდ ბრიჯი" აპლოდისმენტებს უკრავდა ფაბრეგასს. გავცელებული ინფორმაციით, კატალონიელი მომდევნო კვირაში "მონაკოში" გადავა და მუშაობას ტიერი ანრისთან გააგრძელებს. რაც შეეხება, ჩელსის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარიმ "sky sports"-თან საუბარში განაცხადა, რომ მას მხოლოდ ჟორჟინიო და ფაბრეგასი ჰყავდა ამ პოზიციაზე და სესკის წასვლა მისთვის პრობლემებს გამოიწვევს.

სხვა სტატიები