Belive

ინგლისური მედია: ლიდსი კვარაცხელიას ტრანსფერს პირველ ივლისამდე დახურავს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ლიდს იუნაიტედში" გააგრძელებს და ეს ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. leeds-live.co.uk-ი წერს, რომ ყაზანის "რუბინსა" და პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა, თანხმობას თავად ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლებიც აცხადებენ, ახლა კი ერთადერთი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია, სატრანსფერო ღირებულებაა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტის მონაწილეობით კლუბები მოლაპარაკებებს მართავენ, სავარაუდოდ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, ინგლისელები 20 მილიონ ევროს გადაიხდიან. ცოტა ხნის წინ, "რუბინის" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესისა, კვარაცხელიას "ლიდსში" გაუშვებენ. იმ ფაქტს, რომ ტრანსფერი უახლოეს პერიოდში უნდა გაოფიციალურდეს ისიც ადასტურებს, რომ "ლიდსის" სპორტულმა დირექტორმა გადაწყვიტდა, რომ ყველა სიახლე კლუბში პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს, რათა შემდეგ მარსელო ბიელსას ახალი სეზონისთვის გუნდის სრულფასოვნად მომზადებაში ხელი აღარაფერმა შეუშალოს. ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2 ივნისს 15-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. რუსეთში დასრულებულ საკლუბო სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები