Belive

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდის შეხვედრა "კრისტალ პალასსა" და "დერბი ქაუნთს" შორის (0:1) ინგლისური ფეხბურთისთვის ისტორიული გამოდგა. მატჩის 63-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ლუკა მილივოიევიჩსა და ტომას ჰადლსტოუნს ყვითელი ბარათები უჩვენა, რის შემდეგაც ვიდეო-ასისტენტისგან სიგნალი მიიღო და ეპიზოდის გადასამოწმებლად გაეშურა. საბოლოოდ მსაჯმა მილივოიევიჩი გააძევა, ეს კი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მსაჯმა ეპიზოდი თავად განიხილა. პრემიერლიგაში მსაჯები ეპიზოდებს თავად არ უყურებენ და მათ გადაწყვეტილებებს ასისტენტები კარნახობენ, სწორედ ეს გახლავთ ინგლისში VAR-ის კრიტიკის მიზეზი.

სხვა სტატიები