Belive

ინგლისურმა გუნდებმა ბეილს დაუმიზნეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილის მადრიდული კარიერა დასასრულს უახლოვდება. უელსელ ფეხბურთელს როგორც თანაგუნდელებთან, ასევე, ფანებთან აქვს კონფლიქტი. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ბარსელონასთან" მატჩის დროს, "რეალის" ფანები ბეილს უსტვენდნენ. "ეს გარეთის უპატივცემულობაა. უელსელი "რეალში" 6 წელია თამაშობს და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ფანებმა მის ფეხებს უნდა აკოცონ," - განაცხადა ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა "ელ კლასიკოს" შემდეგ. აგენტმა ასევე თქვა, რომ მადრიდელთა ვინგერის შეძენას ზაფხულში "ჩელსი", "იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" შეეცდებიან.

სხვა სტატიები