Belive

ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბილბაოს" შემტევმა, ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. განახლებულ კონტრაქტზე თანხმობის შემდეგ, უილიამსი 2028 წლამდე დარჩება ბასკურ კლუბში. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ინიაკი უილიამსის გამოსასყიდი თანხა 135 მილიონ ევროს შეადგენს. 25 წლის უილიამსი "ბილბაოს" აკადემიის აღზრდილია. ძირითადი გუნდის მაისური კი უილიამსმა 2014 წელს მოირგო. ბასკების რიგებში ჩატარებულ 157 შეხვედრაში, უილიამსმა 33 გოლის გატანა შეძლო.
68870429_2682769125118873_8958162208668254208_n

სხვა სტატიები