Belive

ინიაკი ვილიამსისა და ბილბაოს საინტერესო სტატისტიკა ლა ლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბილბაოს" შემტევი, ინიაკი ვილიამსი გუშინ გამართულ მატჩში "სევილიას" წინააღმდეგ მთავარი მოქმედი ფიგურა იყო. ესპანელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა და სწორედ მისი გოლებით დაამარცხა "ბილბაომ" "სევილია". ინიაკი ვილიამსს ძალიან საინტერესო სტატისტიკა დაუფიქსირდა. მას "სან მამესზე", "ბილბაოს" საშინაო არენაზე 2 წლის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. ბოლოს საკუთარ კედლებში მან 2016 წელს გაიტანა. ამ სეზონების განმავლობაში ინიაკიმ "ლა ლიგაში" ჯამში 15 გოლის გატანა შეძლო და ყველა სტუმრად. "სევილიასთან" მან უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და 2 წლიანი პაუზის შემდეგ საკუთარ კედლებში გაიტანა. გარდა ამისა, მთლიანად გუნდს, "ბილბაოს" დაუფიქსირდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა "სევილიას" წინააღმდეგ. "ლა ლიგაში" ჩატარებული შეხვედრებიდან, ბოლო 9 შემთხვევაში გუნდმა "სევილიას" საკუთარ მოედანზე ყველა მოუგო. გამოდის, რომ "ბილბაო" "სან მამესზე" "სევილიასთან" "ლა ლიგაში" ბოლოს 2009 წლის 26 სექტემბერს დამარცხდა.

სხვა სტატიები