Belive

ინიესტა: "ბარსელონა ცუდად იქცევა, მწვრთნელს პატივი უნდა სცე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერნესტო ვალვერდეს მდგომარეობა თანდათან რთულდება. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია რომ კატალონიური გრანდის მესვეურებმა ჩავისთან დაიწყეს მოლაპარაკებები. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის თაობაზე ანდრეს ინიესტამ საკუთარი აზრი დააფიქსირა. "ბლაუგრანას" ლეგენდა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ვალვერდესთან მიმართებაში ცუდად იქცევა. "კატალონიური გრანდი ცუდად იქცევა, მწვრთნელს პატივი უნდა სცე. ვალვერდეს სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. ვიმედოვნებ სიტუაცია გამოსწორდება. ამჟამინდელი მდგომარეობა არც მწვრთნელისთვის, არც ფეხბურთელებისთვის და არც გულშემატკივრებისთვის არაა სასიამოვნო." "ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის არის თუ არა ჩავი "ბარსელონას" გასაწვრთნელად მზად თავად ჩავია. აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან არ მისაუბრია. საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ჩავისთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც "ბარსელონას" უკავშირდება", - აღნიშნა ანდრეს ინიესტამ.

სხვა სტატიები