Belive

ინიესტა: "ბარსელონაში დაბრუნება მინდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მომავალი საქმიანობის შესახებ საუბრობს. "მინდა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე "ბარსელონაში" დავბრუნდე, მაგრამ ეს ჯერ სავსებით თეორიულ დონეზეა. ამჟამად, როგორც ფეხბურთელი თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ 2 წლის განმავლობაში "ვისელ კობესთან" კონტრაქტი მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მინდა, რომ მწვრთნელი გავხდე",-ამბობს 35 წლის ფეხბურთელი. კლუბსა და ნაკრებში ყველა შესაძლო ტიტულის არაერთხელ მომგები ფეხბურთელი, შესაძლოა მალე MLS-ში აღმოჩნდეს, მისი დამატება "ლოს ანჯელეს გალაქსის" და დევიდ ბექემის ახალ გუნდ მაიამის "ინტერს" სურს.

სხვა სტატიები