Belive

ინსინიემ კარიერა, შესაძლოა, პრემიერლიგაში გააგრძელოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ლორენცო ინსინიეს გადაბირებით ლონდონის ,,ჩელსი'' ინტერესდება. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს ,,ნაპოლისთან'' კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, რადგან გუნდი მას შემცირებულ ხელფასს სთავაზობს. ,,არისტოკრატები'' სიტუაციით სარგებლობას და იტალიელის უფასოდ გაფორმებას აპირებენ, სანაცვლოდ კი 30 წლის თავდამსხმელს გაზრდილ ანაზღაურებას შესთავაზებენ. ინსინიეს ,,ნაპოლისთან'' კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ლორენცოს ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები