Belive

ინტერ მაიამისა და მთავარი მწვრთნელის გზები გაიყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
MLS-ში სადებიუტო სეზონის შემდეგ, "ინტერ მაიამისა" და მთავარი მწვრთნელის - დიეგო ალონსოს გზები გაიყო. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დიეგო ალონსოს დღეები მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასასრულს უახლოვდება. სადებიუტო სეზონში "ინტერ მაიამიმ" 7 გამარჯვება მოიპოვა, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 13 მარცხი იწვნია. აღნიშნული მაჩვენებლით, "ინტერ მაიამიმ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიცია დაიკავა. პლეი-ოფში "ინტერ მაიამი" "ნეშვილთან" დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ სეზონი, რომელზეც განსაკუთრებული იმედები მყარდებოდა ნეგატიურდ დასრულდა. დიეგო ალონსოსთან დამშვიდობების შემდეგ, "ინტერ მაიამის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ფილ ნევილის კანდიდატურა განიხილება. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ბექჰემი ყოფილ თანაგუნდელთან პირადად მართავს მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ ნევილის დაყოლიებას შეძლებს. ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებამდე, ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედში" დევიდ მოიესის ასისტენტად მუშაობდა. ფილ ნევილის აქტივში, გარი ნევილთან და ნუნო ესპირიტო სანტოსთან ერთად "ვალენსიაში" მოღვაწეობის პერიოდიც ითვლება.

სხვა სტატიები